მწერლის პირადი სივრცე

თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

  1. 04ჰორიზონტი27 ოქტომბერი, 20260 კომენტარი
  2. 03კაზიმირის ეფექტი13 ოქტომბერი, 20260 კომენტარი
  3. 02როდესაც წვიმს11 ოქტომბერი, 20260 კომენტარი
  4. 01ხებრონის ბილიკებზე11 ოქტომბერი, 20260 კომენტარი
მშვიდობით, მისტერ სოულ — ყდა
მოთხრობების კრებული · 2025 · 264 გვერდი

მშვიდობით, მისტერ სოულ

„მშვიდობით, მისტერ სოულ“ ირაკლი ჯაფარიძის პირველი პროზაული კრებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ავტორს უკვე კარგად გამოკვეთილი ხელწერა აქვს, რაც მის მოთხრობებს ადვილად გამოარჩევს. წიგნში გადმოცემული ამბები ყოველდღიურობის ისეთი მცირე დეტალებითაა სავსე, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს, თუმცა, ეს დეტალები ხშირად მეტაფორებია და სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ. მოთხრობების გმირები ხშირად განზე მდგომი ადამიანები არიან, რომლებსაც ღრმა ემოციები და სამართლიანობის განცდა ახასიათებთ. მათ გზაზე ბევრი იმედგაცრუება ხვდებათ, თუმცა, ისინი ყოველთვის საკუთარი თავისა და თავიანთი შინაგანი სამყაროს ერთგულები რჩებიან. „მშვიდობით, მისტერ სოულ“ არის კრებული მათთვის, ვინც უბრალო საგნებში მეტაფორებს ეძებს, ვისაც სჯერა, რომ რეალობის მიღმაც არსებობს რაღაც, რის შეცნობასაც, უპირველესად, სულიერი გაზრდა სჭირდება.

სად შევიძინო?
ირაკლი ჯაფარიძე

ავტორის შესახებ

მწერალი

ბოლო საუბრები

ყოველი მოთხრობის ბოლოს მკითხველები ერთმანეთს ესაუბრებიან.